ადმინისტრაცია TVPIRVELI.GE-ს უდასტურებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა

15.05.24 18:48
ადმინისტრაცია TVPIRVELI.GE-ს უდასტურებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია TVPIRVELI.GE-ს უდასტურებს ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა. 

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიშელს ერთი-ერთზე ესაუბრა. 

საქართველოს პრეზიდენტსა და  ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შალ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.  საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს"- ამბობენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. 

"პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. 

 

მსგავსი სიახლეები