საოკუპაციო რეჟიმმა გალში ანტირუსული აქციების მონაწილე 14 სტუდენტი დააკავეს
ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი სტიდენტები, რომლებიც ბილისში რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში იღბდნენ მონაწილეობას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ გალში დაბრუნებისას დააკავეს.
საუბარია 14 სტუდენტზე. როგორც "ტვ პირველის" წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანიამ განაცხადა.
მისი თქმით, ახალგაზრდებს ე.წ. ადმინისტრაცვიული საზღვრის გადალახვისას აიყვანეს. იქ მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სამი ავტომობილით ელოდებოდნენ.
ბელქანიას ინფორმაციით, სტუდენტებს წაართვეს მობიკურები და მათზე ფსიქოლოგიური ტერორი ახლაც გრძელდება.