ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან - ლანდსბერგისი

15.05.24 19:59
ამ კანონს არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან - ლანდსბერგისი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ ამბობს, რომ რუსულ კანონს "არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან". 

მისი თქმით, არ არის გასაგები, რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ კანონის მიღება მაშინ, როცა მოსახლეობის უმეტესობა მის მიღებას ეწინააღმდეგებოდა.

"უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო გზავნილი ადამიანებისთვის, საქართველოს მოსახლეობს უმრავლესობას სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მეორე გზავნილი არის მთავრობისთვის - ის კანონი, რომელიც მიიღეს და რომელიც ელოდება პრეზიდენტის ვეტოს, არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან ჩვენი კოლეგებისთვის, ჩვენს ქვეყნებში, არ არის გასაგები, რატომ იყო მნიშვნელოვანი ამ კანონის მიღება მაშინ, როცა მოსახლეობის უმეტესობა მის მიღებას ეწინააღმდეგებოდა", - ამბობს ლანდსბერგისი.

[სინქრონული თარგმანი]

მსგავსი სიახლეები