არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს! - აქცია ბათუმში
არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს! - ამ მოწოდებებით მსვლელობა დაიწყო ბათუმშიც. სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტთან მივიდნენ და მსვლელობა მთელი ქალაქის მასშტაბით დაიწყეს. საპროტესტო აქციების გამო სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები დროებით უარს ამბობენ აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში შესვლაზე, რადგან ფიქრობენ, რომ ახლა იქ უნდა იდგნენ, სადაც ქვეყნის ბედი წყდება.
აქციაზე იმყოფება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გოჩა სურგულაძე.
მან კოლეგებს პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.