როდესაც ადამიანს აქციაზე სცემენ, ამაზე პასუხი უნდა აგოს მთავრობამ - ლანდსბერგისი
როდესაც ადამიანს აქციაზე სცემენ, ამაზე პასუხი უნდა აგოს მთავრობამ - ამის შესახებ შემაჯამებელ კონფერენციაზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
ლანდსბერგისმა დაგმო სამართალდამცველების ქმედებები დემონსტრაციებზე და მას საშინელი უწოდა.
საშინელია პოლიციის ქმედებები. ამაზე ბევრი კითხვა დავსვით. მოვისმინეთ არგუმენტი რომ ბრბო იყო აგრესიული, თუმცა მკაფიოა რომ ადამიანს როცა მასიურად ათრევენ დემონსტრაციიდან, იჭერენ და სცემენ, ამაზე პასუხი უნდა აგოს მთავრობამ. ოქტომბერში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები უნდა ჩატარდეს", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსულ კანონზე და თქვა, რომ მას "არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან".
საქართველოს უმეტეს მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრი გახდეს, მეორე მხარეს კი არის კანონი, რომელიც მთავრობამ მიიღო და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია, სინამდვილეში კი არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. ჩვენთვის არაა გასაგები, რა საჭირო იყო ამ კანონის მიღება, როცა უმრავლესობა მის წინააღმდეგაა. ეს კანონი შესაძლოა გამოყენებულ იყოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის. თუ გინდათ, რომ ევროკავშირს შეუერთდეთ, იცოდეთ რომ ასეთი კანონები გზა ნამდვილად არაა ევროკავშირისკენ. ეს არის გზა, საშუალება რომ ხელისუფლებამ ვეტოს შემდეგ ეს კანონო გაიწვიოს. მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამ საკითხის გარშემო", - განაცხადა ლანსბერგისმა.