დაანონსებული სანქციები - ოლიგარქი და მისი გუნდი მძიმე არჩევანის წინაშე
დაანონსებული სანქციები - ოლიგარქი და მისი გუნდი მძიმე არჩევანის წინაშე. ახლა ყველაფერი დროის საკითხია. ან დაძლევენ ვეტოს და მიიღებენ სანქციებს ან კანონს ჩააგდებენ. ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელმა "ქართული ოცნება" იმ მძიმე რეალობის პირისპირ დააყენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს, მის უახლოეს გარემოცვას, 84 დეპუტატს და მათი ოჯახის წევრებს ელოდება. ეს ის ხალხია, ვინც ქვეყნის გასაბჭოებას დაუჭირა მხარი.
ფინანსური და გადაადგილების შეზღუდვები - ვაშიგტონი ვეტოს დაძლევის პროცედურას ელოდება. ეს კი ნიშნავს, რომ დასანქცირებული მეოცნებეების ფინანსურ აქტივებს ყველგან მიწვდებიან. უმრავლესობის დეპუტატები ცდილობენ მოახლოებული შიში დამალონ და ამას კამერებისგან გაქცევით ცდილობენ. ის ვინც გაჩერდა კითხვებს მხოლოდ წინასწარ დაზეპირებულ ფრაზებით პასუხობს და ამბობენ, რომ კანონის მიღების გამო კანონმდებლების დასჯა გაუმართლებელია.