ევროპელმა მინისტრებმა შალვა პაპუაშვილი ტყუილში ამხილეს

15.05.24 20:41
ევროპელმა მინისტრებმა შალვა პაპუაშვილი ტყუილში ამხილეს

ევროპელმა მინისტრებმა შალვა პაპუაშვილი ტყუილში ამხილეს. 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ჯერ ისევ შეხვედრებს მართავდნენ, როდესაც პარლამენტის სპიკერის განცხადება წამოეწიათ. პაპუაშვილი ირწმუნებოდა, რომ ევროპელ მაღალჩინოსნებმა მხოლოდ წუხილი გამოხატეს. "ჩვენ გამოვხატეთ უკიდურესად  მტკიცე შეხედულებები და არა გარკვეული შეშფოთება" - პირველი პარლამენტის სპიკერს   ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.  

ლანსბერგისის მხილებას მალევე  კიდევ 3 მინისტრის  მწვავე რეაქცია მოყვა. ევროპელი მაღალჩინოსნები პაპუაშვილის განცხადების გამო  გაოგნებას არ მალავდნენ. საქართველო არჩევანის ზღვარზეა  - "ევროკავშირი ან  რუსეთი. კანონის ამოქმედების შემთხვევაში სანქციები იქნება ევროკავშირიდანაც" -  ეს გზავნილი ჩამოუტანეს ქართულ ოცნებას   ევროგაერთიანების ქვეყნების  მთავარმა დიპლომატებმა.

მსგავსი სიახლეები