ქართული ოცნების რუსული თამაში და მძიმე დარტყმა ბიზნეს სექტორზე
სანქციების მოლოდინმა ქვეყნის ეკონომიკა ჩამოაქცია. ქართული ოცნების რუსული თამაში და მძიმე დარტყმა ბიზნეს სექტორზე. პუტინისტური კანონის დამტკიცებიდან რამდენიმე საათში ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების გაუფასურება რეკორდულად სწრაფად დაიწყო. პროცესები ისე ვითარდება, რომ ის სავარაუდოდ შეუქცევადი გახდება. ზარალი უკვე მილიონობით ლარია. საქართველოს ბანკი, თიბისი და ჯორჯიან კაპიტალი - უმსხვილესი ქართული კორპორაციების აქციები ლონდონის ბირჟაზეა 15-დან 20- პროცენტამდეა გაუფასურებული
ქართული ბიზნესი პანიკაშია. ლარი რეკორდულად მოკლე დროში უფასურდება. სასტუმროებში დაჯავშნილ ნომრებს და საკონფერენციო დარბაზებს ტურისტები ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ. თუ ყველაფერი ამ ტემპით გაგრძელდა საქართველოს ეკონომიკა უბრალოდ ჩამოიშლება. ანუ ქართული ოცნების რუსული მიზნების გამო საქართველო პრაქტიკულად ყველაფერს კარგავს- ფულს და რაც მთავარია რეპუტაციას.