ნადირობა სამოქალაქო აქტივისტებზე - რას ედავებიან გიორგი ოკმელაშვილს

15.05.24 20:59
ნადირობა სამოქალაქო აქტივისტებზე - რას ედავებიან გიორგი ოკმელაშვილს

ტერორის და რეპრესიების ახალი ტალღა - კომპანია "ლიმონში" ჩხრეკა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ამოღებულია სარეკლამო კომპანიის ტექნიკა,  მისი მფლობელი კი დაკავებულია. გიორგი ოკმელაშვილს აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გადაკვალიფიცირდა.

მის სახლში და ოფისებში კი მთელი დღეა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პარალელურად შს სამინისტრომ აქციების მონაწილეების წინააღმდეგ ახალი სანქციები აამოქმედა. გზის გადაკეტვის მცდელობისთვის  2 ათას ლარიან ჯარიმებს აწესებენ.

ნადირობა სამოქალაქო აქტივისტებზე - სოფო ნიაური დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები