პრეზიდენტი ომბუდსმენს შეხვდა - მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს.
სახალხო დამცველმა პრეზიდენტს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, - წერს ადმინისტრაცია.