"ეს არის მტრობა" - კახა კალაძე ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლაზე

16.05.24 10:24
"ეს არის მტრობა" - კახა კალაძე ევროპელი მინისტრების აქციაზე მისვლაზე

"ეს არის მტრობა" - ასე აფასებს "ოცნების" გენერალური მდივანი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის აქციაზე მისვლას. კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში პოლარიზაციის გაღვივებას ცდილობენ. 

"გარედან არის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითი არის თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. ამაზე დიდი ლუსტრაცია რა უნდა იყოს.  
ეს არ არის მეგობრობა, ეს არის პირდაპირ მტრობა, ეს არის პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში", - ამბობს კალაძე რუსთავი 2-ის ეთერში. 

 

მსგავსი სიახლეები