მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას, გადახედონ საქართველოსთვის ჩვენ პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას - ევროპარლამენტარები
ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონისუკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. განცხადებას ევოპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი და საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი, სვენ მიქსერი ავრცელებენ.
ევროდეპუტატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რუსული კანონი ქვეყნის შიგნით კიდევ უფრო ღრნმა განხეთქილებას გამოიწვევს და ერთმნიშვნელოვნად საფთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს.
"ვწუხვართ საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოეთის აგენტების კანონის" მიღების გამო. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ მმართველმა უმრავლესობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირისა და აშშ-ის შეშფოთება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონი მანამ, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს საქართველოს შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის საერთაშორისო მდგომარეობას და მის ევროპულ მომავალს", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ასევე საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკლაცია და თავი შეიკავოს მშვიდობიან მომიტინგეებზე, ოპოზიციასა და მესამე სექტორზე თავდასხმებისგან.
"თბილისში მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს დეესკალაცია, თავის შეკავებით ძალის შემდგომი გამოყენებისგან მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციური პოლიტიკოსების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროეპუტატები საბჭოს და ევროკომისიას მოუწოდებენ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს გადახედოს, მათ შორის, საუბარია პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერაზეც.
"ჩვენ მოვუწოდებთ საბჭოს და ევროკომისიას გადახედონ ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობებს, მათ შორის ჩვენ პოლიტიკური და ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნისთვის. ჩვენ მოვუწოდებთ კომისიას დაუყონებლივ ზეპირი შეფასება მისცეს, თუ როგორ იმოქმედებს უცხოეთის აგენტების კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, როგორც უკვე შემოთავაზებულია 12 საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ", - ვკითხულობთ განცხადებაში.