"ძალადობა და ღია ტერორი მოქალაქეებზე" - "ლელო" საგამოძიებო უწყებებს საქმეების გამოძიებისკენ მოუწოდებს
ძალადობა და ღია ტერორის მოქალაქეებზე - "ლელო" საგამოძიებო უწყებებს საქმეების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ლევან სამუშიამ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.
ოპოზიციის წევრი დავით ქაცარავას შემთხვევასაც იხსენებს და პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშუალებრივ დუმილში ადანაშაულებს.
სამუშაი ასევე ომბუდსმენსაც მიმართავს და მოუწოდებს მას, დადგეს მოქალაქეების გვერდით და დაიცვას მათი უფლებები.
რუსული ხელისუფლების მხრიდან მიმდინარეობს ორგანიზებული ტერორი საკუთარი მოქალაქეების მიმართ. ყოველ დღე იტაცებენ ადამიანებს და უკვე გადასული არიან ღია ტერორზე. ბოლო შემთხვევაში, ბატონი ქაცარავა, მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა და სასიკვდილოც ნაცემი დააბრუნეს საავადმყოფოში. ეს არის უკვე ღია ტერორი.
მივმართავ სეპციალურ საგამოძიებო სამსახურს, მხოლოდ ფარატინა განცხადებები არ კმარა, ვინაიდან ყველამ კარგად ვიცით და ვნახეთ, ხშირ შემთხვევაში, ზოგის სახეებიც ამოცნობილია, და თქვენ ამაზე რეაგირება არ გაქვთ. ეს არის დანაშაულებრივი უმოქმედობა.
მივმართავ რუსული ხელისუფლების ქვედა ნაყოფს, გენერალურ პროკურატურას, თქვენ ყოველდღიურად ჩადიხართ დანაშაულს, ვინაიდან ხართ ზედამხედველი პროცესზე და თქვენ არ ასრულებთ განზრახ საკუთარ უფლება-მოვალეობებს.
მივმართავ საქართველოს სახალხო დამცველს, ამოიღეთ ხმა რეალურად და როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა იქცევა, ისე არ უნდა მოიქცეთ. თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მოქალაქეების გვერდით და თქვენი ვალია, დაიცვათ საქართველოს მოქალაქეები. თქვენ ბრძანდებით სახალხო დამცველი და არა რუსული ხელისუფლების დამცველი.
და ბოლოს, ამას ძალიან დიდი ხანდაზმულობის ვადა აქვს და არცერთს ეს დანაშაული არ შერჩება. მივმართავ ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომ დაიწყეთ გამოძიება, დაწყებულ გამოძიებაზე სწრაფად იმოქმეედთ, - განაცხადა ლევან სამუშიამ.