"საქართველოს საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა" - კოსაჩოვი აქციაზე ევროპელი მინისტრების გამოსვლაზე

16.05.24 12:16
"საქართველოს საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა" - კოსაჩოვი აქციაზე ევროპელი მინისტრების გამოსვლაზე

"საქართველოს საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა", - ასე აფასებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი კონსტანტინე კოსაჩოვი ევროპელი მინისტრების თბილისის აქციაზე სიტყვით გამოსვლას.

რუსმა პროპაგანდისტმა ევროპელი ლიდერების ქმედება უკრაინის „მაიდანში“ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, ვიქტორია ნულანდის მონაწილეობას შეადარა.

ლიეტუვის, ესტონეთის და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ოთხშაბათს თბილისში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ უკანონო, ძალადობრივ საპროტესტო აქციაში - კიდევ ერთი ვიქტორია ნულანდია თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება - საცდელი სუბიექტების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მათ საშინაო საქმეებში უცერემონიო ჩარევა მთელი მსოფლიოს თვალწინ,- აღნიშნა კოსაჩოვმა.

მსგავსი სიახლეები