"ოცნება" არჩევნებზე წმინდა უმრავლესობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს - კრამონი

16.05.24 13:39
"ოცნება" არჩევნებზე წმინდა უმრავლესობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს - კრამონი

ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ 2024 წლის არჩევნებში "ოცნება" უმრავლესობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს, რადგან ხალხი ხვდება, რომ მმართველ პარტიასთან ერთად ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა არ არსებობს.

ფრანს 24-თან მიცემულ ინტერვიუში, ევროპარლამენტარმა ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, სწორედ ეს არის ერთადერთი გამოსავალი 2024 წელს "ოცნების"დასამარცხებლად.

გასულ არჩევნებზე და სავარაუდოდ, ოქტომბერშიც იგივეს ვიხილავთ. ოპოზიციისთვის ძალიან რთული იქნება ერთიანი სიის შექმნა, ერთიანი ოპოზიციის ნახვა, ეს ჩვენ 2012 წელს ივანიშვილთან ერთად ვნახეთ. მან შეძლო ოპოზიციის გაერთიანება. ახლაც იგივე სიტუაციას ვნახავთ, რაც შეძლო ივანიშვილმა 2012 წელს. ეს ვნახეთ ახლახანს პოლონეთშიც. ჩემი შეხედულებით, "ქართული ოცნება" წმინდა უმრავლესობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს, რადგან ხალხი ხვდება, რომ ამ ძალასთან ერთად არ არსებობს ევროკავშირისკენ გზა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა", - აცხადებს კრამონი.

მსგავსი სიახლეები