არავინ არ დაუშვებს საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებას - ალექსანდრე კრევო-ასათიანი

16.05.24 14:11
არავინ არ დაუშვებს საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებას -  ალექსანდრე კრევო-ასათიანი

„უკვე რამდენიმე გზავნილი იყო დასავლეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირიდან, რომ არ დაუშვებენ საქართველოში ოლიგარქის და რამდენიმე  პოლიტიკოსის ხელში დემოკრატიის მთლიანად ჩამონგრევას და დიქტატურის ჩამოყალიბებას.“ - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ, ალექსანდრე კრევო-ასათიანმა ხელისუფლების მოსალოდნელ სანქციებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით,  არავინ არ დაუშვებს საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებას.

საბოლოო ჯამში, უკვე რამდენიმე გზავნილი იყო დასავლეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირიდან, რომ არ დაუშვებენ საქართველოში ოლიგარქის და რამდენიმე  პოლიტიკოსის ხელში დემოკრატიის მთლიანად ჩამონგრევას და ყველა „ქართული ოცნების“ ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დასანქცირდება მათი ლიდერი და რომ დასანქცირდებიან თვითონ, არ ექნებათ წვდომა საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებზე, მხოლოდ მათი ბრალი იქნება. ევროკავშირი ერთობლივად იღებს ამ გადაწყვეტილებებს, შეიძლება რამდენიმე დებატი გაიმართოს, შეიძლება თვითონ ვიქტორ ორბანმა, როგორც აქამდე, რაღაც საკითხები წამოაყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ვიქტორ ორბანი დათანხმდა რუსეთზე სანქციებს, ამაზეც დათანხმდება, რადგან ევროკავშირი არის ერთობლივი გაერთიანებული სტრუქტურა მსოფლიოში და არავინ არ დაუშვებს საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებას.“ - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა
 

მსგავსი სიახლეები