ენმ-ს არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც საჭიროა ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად - ფავლენიშვილი
"ნაციონალურ მოძრაობას" არაერთხელ განუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც საჭიროა ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად", - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა ოპოზიციური პარტიების გაერთიანებაზე გააკეთა.
როგორც ფავლენიშვილი ამბობს, "ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, ენმ-ისთვის მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესია".
"ნაციონალურ მოძრაობას", მის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილს, არაერთხელ გაუცხადებია, რომ ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ერთობისთვის, რომელიც არის აუცილებელი და საჭირო ივანიშვილის ბანდის დასამარცხებლად. სწორედაც, რომ ეს განასხვავებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ივანიშვილის ბანდისგან. ჩვენ ეროვნულ ინტერესს პირად ინტერესზე მაღლა ვაყენებთ ივანიშვილის დამქაშებისგან განსხვავებით, რომლებიც ყოველთვის პირად ინტერესს აყენებენ ეროვნულ ინტერესზე მაღლა“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.