არცერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არ აპირებს, მიატოვოს საქართველო ამ განსაცდელის ჟამს - ფავლენიშვილი
"საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მოსვლა და ქართველ ხალხთან დგომა არის გაგრძელება იმ ურყევი ძალისხმევის და მხარდაჭერის, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს" - ამის შესახებ განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს კრიტიკული ვითარების ფონზე არ მიატოვებენ.
საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მოსვლა და ქართველ ხალხთან დგომა არის იმ ურყევი ძალისხმევის და მხარდაჭერის გაგრძელება, რომელსაც ქართველი ხალხი თავისი ევროპული, დასავლური ინტეგრაციის, სუვერენიტეტის შენარჩუნების გზაზე გრძნობს. ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში ჩამოსვლას, აქამდეც გადაურჩენია ჩვენი დედაქალაქი ოკუპანტისგან და დღესაც, რა თქმა უნდა, არავინ არც ევროკავშირში, არც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ და არცერთი სხვა ჩვენი მნიშვნელოვანი მეგობარი ამ განსაცდელის ჟამს ჩვენი ქვეყნის მიტოვებას არ აპირებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.