ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაუფასურებას განაგრძობს - რა მოლოდინი აქვთ ეკონომისტებს
ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი უფასურდება.
"ქართული ოცნების" რუსული კანონის გამო, ახლა საქართველო იხდის. ბიზნესის ნაწილმა პროექტები შეაჩერა, სასტუმროებში ჯავშნები უქმდება, ის ვინც საქართველში ჩამოსვლას ფიქორობდა - გადაიფიქრა.
ეკონომისტები და დარგის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რადგან რუსული კანონის მიღებამ და დაანონსებულმა სანქციებმა უკვე ასეთი ეფექტი იქონია, სავარაუდოდ, ამას გაგრძელებაც მოჰყვება.
ეროვნული ბანკის ყოფილი ხელემძღვანელი გიორგი ქადაგიძე "პირველებთან" ამბობს, რომ არავინ დააბანდეს ფულს და ინვესტიციებს იმ ქვეყანაში, რომელიც ღიად რუსეთის პარტნიორია და რომლის მთავრობას და პარლამენტს დღე-დღეზე დაასანქცირებენ.
სადაც არის რუსეთი და რუსეთის პარტნიორობა, ყველგან არის შიმშილი, ძალადობა, სიკვდილი. ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან და ა.შ. და ა.შ. როცა ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, როცა შემოდინებებზე ვსაუბრობთ, როცა ლარის კურსზე ვსაუბრობთ,როგორ ფიქრობთ, ვინ დააბანდებს ფულს ქვეყანაში, რომლის მთავრობას და პარლამენტს დღე-დღეზე დაასანქცირებენ. ვინ განათავსებს ასეთ ქვეყანაში ფულს და ინვესტიციებს? ამიტომ, საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა აუცილებლად გამოიწვევს მძმე ეკონომიკურ შედეგებს", - ამბობს გიორგი ქადაგიძე.
ლარის რეკორდული გაუფასურების ფონზე - ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი დოლარი გაყიდა. როგორც სებ-ში აცხადებენ, ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების გადაწყვეტილება ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე განვითარებულ "აჟიოტაჟურ პროცესებთან" დაკავშირებით მიიღო.