დასავლელი პარტნიორები რუსული მეთოდებით, სანქციებით ცდილობენ ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას - პაპუაშვილი

16.05.24 16:10
დასავლელი პარტნიორები რუსული მეთოდებით, სანქციებით ცდილობენ ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას - პაპუაშვილი

თავდასხმის მესამე რაუნდი შალვა პაპუაშვილისგან - პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დასავლელი პარტნიორები რუსული მეთოდებით, სანქციებით ცდილობენ ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას.

მეტიც, პაპუაშვილის თქმით, პარტნიორები "ჰიბრიდული თუ რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას" საქართველოში.

სამწუხაროა, რომ ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება ამ აზრებს, რომ რუსული მეთოდებით, სანქციებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე და ეს არის რუსული მეთოდი და ვნახოთ, ვინ იქნება, ვინმე თუ გადაწყვეტს რუსული გზით იაროს და საქართველოს ხალხს კი არ ესაუბრობს, არამედ სანქციებით შეეცადოს ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას და ერევა იმით, რომ სხვადასხვა ჰიბრიდული თუ რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას. ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და აამს აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!" - ამბობს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპელ ლიდერებს თბილისში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის გამო აკრიტიკებს და მას ბრალ "ფარისევლობასა და ქვეყნის აყირავების" მცდელობაში სდებს.  

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვრცელი წერილის შემდეგ, შალვა პაპუაშვილი მერე უკვე ბრიფინგიდან დაესხა თავს საქართველოს პარტნიორი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრებს. 

არასწორი საქციელი, ძირის გამოთხრა და გარკვეული ჩრდილის მიყენება მეგობრობისთვის - ასე შეაფასება პარლამენტის თავმჯდომარემ 4 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადება.

 

მსგავსი სიახლეები