პროპაგანდისტული მედია: "საქართველომ მიაფურთხა ამერიკას და დაადგა რუსულ გზას" - მოსკოვში ზეიმია
მოსკოვში ზეიმია - საქართველომ მიაფურთხა ამერიკას და დაადგა რუსულ გზას - ასე ზეიმობენ რუსი პროპაგანდისტები, "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის მიღებას და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაძაბვას.
კონსტანტინ კოსაჩევმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა გუშინ მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ მოწყობილ აქციაზე ევროპელი ლიდერების გამოსვლას ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევა უწოდა. დღეს კი ზუტად ასეთივე განცხადებები გაისმა სერიებად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ.
“ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხშაბათს აქტიური მონაწილეობა მიიღეს უკანონო და ძალადობრივ საპროტესტო აქციებში, რომელიც უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ იმართება თბილისში. მორიგი სახდეპელი ვიქტორია ნულანდები, ორცხობილებით რომ დადიოდა კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები იგივე რჩება – საცდელი ქვეყნების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მათ საქმეში მთელი მსოფლიოს თვალწინ უცერემონიო ჩარევა.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკანონმდებლო რეგულირება იმპერატივია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციასა და თავის ხალხს გარედან დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალებისგან. სამივე ეს უცხოელი მინისტრი (სამივე ნატოს წევრი ქვეყნებიდან. ევროკავშირი არ წყვეტს მანდ არაფერს) თავისი ტლანქი ქმედებებით, ქუჩიდან რომ ითხოვენ საქართველოს სუვერენულ საქმეებში უცხოეთიდან ჩარევის თავისუფლებას, მხოლოდ დამატებითი საკმაზია ამ თემაში. მეტი გამჭვირვალობა რაღა გინდათ",- წერია სტატიაში.
კრემლის პროპაგანდისტული მედია დღეს პრემიერ კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ციტირებს. საქართველოს ხელისუფლების ლიდერებისა და რუსი მაღალჩინოსნების განცხადებები დღეს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს.
ივანიშვილმა განმარტა, რომ დასავლეთში „გლობალური ომის პარტია“ ამაოდ იმედოვნებს, რომ თბილისს რუსეთთან კონფლიქტში ჩაითრევს, როგორც „საზარბაზნე ხორცს“ და საქართველო არასოდეს გახსნის „მეორე ფრონტს“ რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ, რამდენად ეს არ უნდა სურდეთ დასავლელ ემისრებს და მათ ადგილობრივ თანამზრახველებს.
თბილისმა უკვე იკმარა"ვარდების რევოლუცია", რომელმაც "გამყიდველი ოპოზიციის" და არასამთავრობოების აგენტების მეშვეობით ხელისუფლებაში კრიმინალური "სააკაშვილის რეჟიმი"მოიყვანა და რომელმაც ქვეყანას უბედურება მოუტანა. ბიძინამ დადო პირობა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ახალ რევოლუციურ რყევებს არ დაუშვებს. მისი გამოსვლის ეს ნაწილი ბრიუსელისა და ვაშინგტონის „ცივ შხაპად“ იქცა", - წერს რუსული პროპაგანდისტული მედია.