"მოქალაქეების ორგანიზებული ტერორის უკან, რუსული ხელისუფლება დგას" - სამუშია
"ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მოქალაქეებს ორგანიზებული ტერორი გამოუცხადა - ამის შესახებ "ტვ პირველთან" "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სამუშიამ განაცხადა.
მისი თქმით, სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და აქციის მონაწილეების საჯაროდ ანგარიშსწორება საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.
ამ ორგანიზებული ტერორის უკან, რუსული ხელისუფლება დგას. ქაცარავა სასიკვდილოდ გაიმეტეს და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? ადამიანი მშვიდობიანად იდგა და კონსტიტუციის ფარგლებში იცავდა საქართველოს მისი გასაბჭოებისგან. ეს ადამიანი დააკავა პოლიციის ფორმაში გადაცმულმა ხალხმა და უსასტიკესად გაუსწორდა.
ეს არის უმძიმესი სისხლის სამართლის დანაშაული. სწორედ ეს არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი. უნდათ, შიში დათესონ, თუმცა ათი ათასობით უფრო მეტ ადამიანს იღებენ ქუჩაში"- თქვა სამუშიამ.
"ლელოს" წევრი საგამოძიებო სამსახურს მის მოვალეობას ახსენებს და კოკა კაციტაძის უწყებას ძალადობის ფაქტების რეალურად გამოძიებისკენ მოუწოდებს.
ფრაზა - "მიმდინარეობს გამოძიება, საქმე არ შველის". ყველანარი მტკიცებულება გაქვთ, სახსალამათი კაცი დაიჭირეს და სასიკვდილოდ ნაცემი გამოუშვეს. ამ ორგანიზებულ დანაშაულს ჰყავს დამკვეთიც და მშემსრულებელი. მაღალჩინოსების დაკვეთის გარეშე ამის ჩადენა შეუძლებელია"- თქვა მან.