ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

17.05.24 12:32
ანტირუსული აქციის მონაწილე გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სარეკლამო სააგენტო "ლიმონის" დამფუძნებელ ანტირუსული აქციების მონაწილის, გიორგი ოკმელაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ადვოკატმა მედიასთან პროცესის დაწყებამდე თქვა, რომ პოლიციელზე თავდასხმა არ ყოფილა და ოკმელაშვილი თავს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს იცავდა მოძალადე სამართალდამცავებისგან. მისი ცნობითვე ჩხრეკისას ოკმელაშვილის ბინიდან ამოიღეს ნარკოტიკი.

"მგონია, რომ ჩემს თავს და გარშემო ხალხს ვიცავდი", - ამის შესახებ პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ანტირუსულ აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ მამაკაცს ბრალი დაუმძიმეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმის გარდა, ნარკოტიკული ნივთიერების შენახავს ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებებს ოკმელაშვილის სახლში მიაგნეს.  

მსგავსი სიახლეები