აახლებს თუ არა რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას - რას ამბობენ სებ-ში

17.05.24 12:45
აახლებს თუ არა რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას - რას ამბობენ სებ-ში

საქართველოს ეროვნული ბანკი უარყოფს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსული სწრაფი გადარიცხვის სისტემა Unistream საქართველოში მუშაობას აახლებს.

სებ-ის ინფორმაციით, საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream - ის სწრაფი გადახდის სერვისს.

გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებული არცერთი კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ იყენებს Unistream - ის სწრაფი გადახდის სერვისს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინამ რუსული ფულადი გზავნილების სისტემა Unistream-ი გასული წლის ივლისიდან სანქცირებული პირების სიაში შეიყვანა. სწორედ ამ დროიდან მოყოლებული სებ-ის რეგულირებას დაქვემდებარებული არცერთი სუბიექტი აღნიშნულ სისტემას აღარ ემსახურება. საფინანსო სისტემა სრულ შესაბამისობაშია აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციებისა," - წერია განცხადებაში.

რუსულ მედიაში გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული გადახდის სისტემა Unistream-მა საქართველოში კვლავ დაიწყო ოპერირება

მსგავსი სიახლეები