ვინ არის სოლოვიოვთან პირდაპირ კავშირზე? - პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ პასუხობს

17.05.24 13:11
ვინ არის სოლოვიოვთან პირდაპირ კავშირზე? - პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე კითხვებს არ პასუხობს

ვინ არიან ვლადიმერ სოლოვიოვთან პირდაპირ კავშირზე - პრემიერი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "პირველების" კითხვებს არ პასუხობს.

"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში გაეხვა. რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე", გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პირდაპირ კავშირიზეა  ივანიშვილის პარტიის ლიდერებთან და თბილისიდან მას, როგორც პუტინის იდეოლოგს წინასწარ უყვებიან საქართველოს მთავრობის გეგმებზე.

ირკვევა, რომ ოცნების დეპუტატები კრემლს დაჰპირდენენ თბილისიდან რუსეთს იმ მოქალქეების გაძევებას, ვინც პუტინს საქართელოში გამოექცა.

მსგავსი სიახლეები