სუს-ი გამოძიებას უნდა იწყებდეს, თუ ვინ არის "ოცნებიდან" სოლოვიოვთან კავშირზე - გალდავა
ვინ არის "ოცნებიდან" ვლადიმირ სოლოვიოვთან პირდაპირ კავშირზე - "ლელოს" წევრი ლანა გალდავა სუს-ისგან გამოძების დაწყებას მოითხოვს.
გალდავა ამბობს, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, იმპიჩმენტის პროცესი უნდა დაიწყოს იმ დეპუტატების მიმართ, ვისაც პირდაპირი თუ ფარული კავშირები აქვს რუსეთის ფედერაციასთან.
ჩვენ რომ თავმოყვარე სახელმწიფო მეთაურები გვყავდნენ დღეს და ხელისუფლება, ახლა, ამ განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკვე გამოძიებას უნდა იწყებდეს და იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ეს ნათქვამი, იმპიჩმენტის პროცესი უნდა დაიწყოს იმ დეპუტატების მიმართ, რომელთაც აქვთ კავშირები, ფარულია თუ პირდაპირი, რუსეთის ფედერაციასთან, ოკუპანტ ქვეყანასთან და ამის შემდეგ უკვე დგებოდეს მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი, თუ რატომ ამბობენ რუსეთის მხრიდან, არის რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილი და ვინც იცის რუსული პოლიტიკა, იმან ისიც იცი, რომ ისინი, პარალელურად იმისა, ვისთანაც აქვთ კავშირები, ამას აცხადებენ", - ამბობს ლანა გალდავა.
"ქართული ოცნება" ახალ სკანდალში გაეხვა. რუსეთის მთავარ პროპაგანდისტულ „პირველ არხზე", გადაცემის, „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“ წამყვანმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ პირდაპირ კავშირიზეა ივანიშვილის პარტიის ლიდერებთან და თბილისიდან მას, როგორც პუტინის იდეოლოგს წინასწარ უყვებიან საქართველოს მთავრობის გეგმებზე.
ირკვევა, რომ ოცნების დეპუტატები კრემლს დაჰპირდენენ თბილისიდან რუსეთს იმ მოქალქეების გაძევებას, ვინც პუტინს საქართელოში გამოექცა.