რუსული კანონის ამოქმედება საქართველოს გლობალური ეკონომიკიდან იზოლირებას გამოიწვევს, რაც მასობრივ სიღარიბემდე მიგვიყვანს - ურუშაძე

17.05.24 14:19
რუსული კანონის ამოქმედება საქართველოს გლობალური ეკონომიკიდან იზოლირებას გამოიწვევს, რაც მასობრივ სიღარიბემდე მიგვიყვანს - ურუშაძე

„რუსული კანონის ამოქმედება საქართველოს გლობალური ეკონომიკიდან იზოლირებას გამოიწვევს, რაც მასობრივ სიღარიბემდე მიგვიყვანს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილები, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებაში მოიყვანს რუსულ კანონს აუცილებლად გამოყენებული იქნება სანქციები და გადაიხედება ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და შესაძლოა ის გაკოტრებამდეც მიიყვანოს," - ამ განცხადებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე აკეთებს.

ურუშაძე იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ქვეყნის ეკონომიკას და საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიადგება რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში.

რუსული კანონის ამოქმედება საქართველოს გლობალური ეკონომიკიდან იზოლირებას გამოიწვევს, რაც მასობრივ სიღარიბემდე მიგვიყვანს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილები, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებაში მოიყვანს რუსულ კანონს აუცილებლად გამოყენებული იქნება სანქციები და გადაიხედება ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და შესაძლოა ის გაკოტრებამდეც მიიყვანოს. 

ბოლო 30 წლის მანძილზე, დასავლური ფონდების კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს, მხოლოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 50 მილიარდ ლარს აღემატება. 

დასავლური ფონდებიდან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა ძირითად შემთხვევაში საქართველოს მდგრად განვითარებას ხმარდება, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ენერგოუსაფრთხოება, წყალმომარაგება, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობისთვის გადამწყვეტ როლს წარმოადგენს. 

დასავლეთიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა და საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გამოყენება ნეგატიურ გავლენას იქონიებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე, რომელიც ისედაც სავალალო მდგომარეობაშია. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები იმყოფებიან მჭიდრო კავშირში დასავლურ საფინანსო ინსტიტუტებთან, რომლებიც არ დებენ ინვესტიციას ისეთ ქვეყნებში როგორიცაა ბელორუსი, რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები, რომელთა მმართველების წინააღმდეგაც მოქმედებს დასავლური სანქციები. სამწუხაროდ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში საქართველოც იგივე ბედს გაიზიარებს. 

საქართველოსთვის საგარეო კურსის ცვლილება და მთავრობის ღია კონფრონტაცია დასავლეთთან გამოიწვევს სერიოზულ რყევებს საბანკო და საფინანსო სექტორში, რადგან სამწუხაროდ საქართველოს ეკონომიკა დღეს ძირითადად საბანკო ეკონომიკას წარმოადგენს, შესაბამისად ამას ექნება მყისიერი გავლენა ქვეყნის სრულ ეკონომიკურ პროცესებზე და ექნება დამანგრეველი ეფექტი. კრიზისი საბანკო სექტორში ნეგატიურად აისახება კერძო კომპანიების მდგომარეობაზე, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ბანკებთან. ბიზნესი, რომელიც აღმოჩნდება უმძიმესი კრიზისის წინაშე, განურჩევლად სექტორისა, იქნებიან ესენი იმპორტიორი კომპანიები, სამშენებლო თუ ადგილობრივი მწარმოებლები გადავლენ თვითგადარჩენის რეჟიმზე, რაც რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებამდე გამოიწვევს. 

დასავლურ სანქციებს საქართველოსთვის ბევრად მძიმე შედეგის მოტანა შეუძლია ვიდრე ეს იყო რუსეთისა და ბელორუსის შემთხვევაში, რუსეთსა და ბელორუსში მეტ-ნაკლებად განვითარებულია ადგილობრივი წარმოება, ხოლო საქართველო დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული და შემოსავლის წყაროს ტურიზმი, რეექსპორტი და ტრანზიტი წარმოადგენს, რაც გლობალური ეკონომიკიდან იზოლირების პირობებში მიმზიდველობას დაკარგავს და ქვეყანა უფრო მეტად გაღარიბებას დაიწყებს. 
ყველაზე მეტად დაზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, ეკონომიკური რყევები გამოიწვევს ისედაც გაძვირებული პროდუქციის და სერვისების კიდევ უფრო გაძვირებას, გაიზრდება ინფლაციის დონე, შემცირდება სამუშაო ადგილები, გაიზრდება საბანკო პროცენტები და მივიღებთ მეტ ემიგრაციას. 

სანამ ჯერ კიდევ არის დრო, აუცილებელია სახელმწიფოს გადასარჩენად გაერთიანება, დემოკრატიის რელსებზე ქვეყნის დაბრუნება და ევროპული პერსპექტივის რეალიზება, რაც იქნება გარანტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სტაბილურობის, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და კეთილდღეობის, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება პერსპექტივა ღირსეული ცხოვრების," - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
 

მსგავსი სიახლეები