იმის მიუხედავად, რომ აქ ვდგავარ, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვარ ევროპული მომავლის მომხრე - ერთ-ერთი მოქალაქე
"მე იმის მიუხედავად, რომ აქ ვდგავარ, ეს არ ნიშნავს, რომ მე არ ვარ ევროპული მომავლის მომხრე," - ამის შესახებ ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილე საუბრობს.
ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ ის ანტირუსულ აქციებში მონაწილე ახალგაზრდების პოზიციებს იზიარებს და თვლის, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია.
ამ შემთხვევაში, მე იმ ახალგაზრდების (აზრს) ვიზიარებ, მხარში ვუდგავარ ამ მხრივ, რომ აუცილებლად ევროპული მომავალი საქართველოსთვის, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, 230 წელზე მეტი გავიდა, რაც მოგვიტანა გეორგიევსკის ტრაქტატმა და სადამდე მიიყვანა საქართველო და ჩვენ უნდა გამოვიდეთ ამ რუტინიდან,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.