"ძალადობა მიდის და ბავშვებს სცემენ. რატომ კლავ?" - ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილე
"ძალადობა მიდის და ბავშვებს სცემენ. რატომ ეძალადები და რატომ კლავ?" - ამ სიტყვებით მიმართავს ხელისუფლებას ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე.
მსვლელობაში მონაწილე გმობს ახალგაზრდებზე ძალადობას. მოქალაქე პირდაპირ ამბობს, რომ რუსულ კანონს არ ემხრობა და თვლის, რომ მთავრობამ ახალგაზრდებს უნდა მოუსმინოს.
რუსული კანონის დამტკიცება არ არის მისაღები, რა თქმა უნდა. ახალგაზრდები ამაზე იბრძვიან და ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ძალადობა მიდის და ბავშვებს სცემენ და ბავშვებს რა დღეში აყენებენ ძალიან ცუდი დასანახი და აღსაქმელია. მიუღებელია სეთი რამ, არ შეიძლება, თავისუფლება, დემოკრატია თუ არ დააცალე, იმ ბავშვმა თქვას რაღაც, რატომ ეძალადები და რატომ კლავ? ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ, მოუსმინონ მათ, ახალგაზრდობას გაუწიონ ანგარიში,“ - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.