"ნებისმიერი პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან" - კალაძე აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლაზე

17.05.24 16:21
"ნებისმიერი პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან" - კალაძე აქციაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლაზე

"ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან," - ამ განცხადებას თბილისის მერი კახა კალაძე აკეთებს.

კალაძე ეხმაურება ანტირუსულ აქციაზე 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მისვლას და კრიტიკულად აფასებს მათგან მოსახლეობისადმი სოლიდარობის გამოხატვას.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, განვითარებულ ქვეყნებში საპროტესტო აქციაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდეს ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი [მივიდეს]. ეს არის ძალიან დიდი შეურაცხყოფა. ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოჰკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან“, - თქვა კახა კალაძემ.

მსგავსი სიახლეები