ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ, ეს არ არის ევროპული ქცევა, ეს არის საბჭოთა ქცევა - პაპუაშვილი

17.05.24 17:07
ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ, ეს არ არის ევროპული ქცევა, ეს არის საბჭოთა ქცევა - პაპუაშვილი

„ეს რომ არ ეხებოდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ადამიანი ნახავდა პირდაპირ ანაბეჭდს საბჭოთა ან რუსული მიდგომისა,“ - ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე აკეთებს და აკრიტიკებს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ანტირუსულ აქციაზე მისვლას.

პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ მინისტრები შეუერთდნენ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციას.

არის აბსოლუტურად მიუღებელი, არაევროპული ქცევა, როდესაც ჩადიხარ სხვა ქვეყანაში და იქ არჩეული ხალხის ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიხარ, არათუ სადმე განცხადებას აკეთებ, მიტინგზე გამოდიხარ, სადაური მიდგომაა, ეს არის ევროპული მიდგომა? ეს არ არის ევროპული ქცევა, ეს არის საბჭოთა ქცევა,“ - ამბობს პაპუაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები