სიმბოლურ ვეტოს სიმბოლურად დავძლევთ - პაპუაშვილი რუსულ კანონზე

17.05.24 17:11
სიმბოლურ ვეტოს სიმბოლურად დავძლევთ - პაპუაშვილი რუსულ კანონზე

 

 

"სიმბოლურ ვეტოს სიმბოლურად დავძლევთ", - ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილი პირველად აღიარებს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

პაპუაშვილმა "პირველების" ჟურნალისტს კითხვაზე, "დაძლევთ ვეტოს?", "ოცნების" განზრახვა დაუდასტურა - "რა თქმა უნდა".

ამის შემდეგ პაპუაშვილი ისევ იმეორებს "ოცნების" ნარატივს, რომ აქამდე არგუმენტირებული შენიშვნები კანონზე არ მოუსმენიათ და ახლა პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა, რომ სამართლებრივი პოზიციები ვეტოს დადების დროს მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს.

ორი კვირაა ამისთვის, თუკი ვინმეს რაიმე არგუმენტი აქვს, წარმოადგენს და შევთანხმდებით, ტექნიკურად არის გზა, რომ აისახოს ვეტოში, თუმცა ამაში ქალბატონი სალომეს კონსტრუქციული პოზიცია არის საჭირო, რომ მის ვეტოში აისახოს, თუკი რაიმე დისკუსია და შეთანხმება იქნება. აქამდე ბევრი შანსი გაუშვეს შიდა და გარე აქტორებმა, ეს კიდევ ერთი მიცემული შანსია," - ამბობს პაპუაშვილი.

მსგავსი სიახლეები