როგორ გაიგო პრემიერმა მეუფე შიოს ქადაგება?
როგორ გაიგო პრემიერმა მეუფე შიოს ქადაგება? - მას შემდეგ, რაც პატრიარქის თანამოსაყდრემ რუსული კანონი დაგმო და დაპირისპირების მოგვარების საჭიროებაზე ისაუბრა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვებს აღარ უპასუხა.
ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე: "მეუფე შიოს ქადაგებას მოუსმინეთ? აპირებთ თუ არა, რომ რუსული კანონის გაიწვიოთ?", ირაკლი კობახიძე არ პასუხობს.
პრემიერმა სამება ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან დამატებითი კომენტარი არ გააკეთა. მანამდე, მან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძართან შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა და საზოგადოების გახლეჩვაში სხვები დაადანაშაულა.
"როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება" - რუსული კანონის დამტკიცებაზე "ქართულმა ოცნებამ" საპატრიარქოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.