"7-ფურცლიან კანონზე შეიძლება ასეთ ამბების ატეხვა ნებისმიერ მხარეს? გამოსავალია სიყვარულში" - რა პოზიცია აქვთ სასულიერო პირებს

17.05.24 17:30
"7-ფურცლიან კანონზე შეიძლება ასეთ ამბების ატეხვა ნებისმიერ მხარეს? გამოსავალია სიყვარულში" - რა პოზიცია აქვთ სასულიერო პირებს

მეუფე შიოს ქადაგების შემდეგ სასულიერო პირები ერთობასა და შერიგებაზე საუბრობენ. მას შემდეგ, რაც მეუფე შიომ რუსული კანონთან დაკავშირებით თქვა, რომ კანონი ახალგაზრდების დიდ ნაწილს არ მოსწონს, რომ ეკლესიაშიც ამ კანონს მოწინააღმდეგები ჰყავს და ქუჩაში რაც ხდება, საპატრიაქოს შეშფოთებას იწვევს, სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეკლესია დაპირისპირების მოგვარებისთვის ყველაფერს გააკეთებს.

7-ფურცლიან კანონზე შეიძლება ასეთ ამბების ატეხვა ნებისმიერ მხარეს? გამოსავალია სიყვარულში. ეკლესიის შვილები დგანან, მაგას რათ უნდა თქმა, აბა, ქაშუეთის ტაძართან, სანთლებით რატომ იყო, ამ ადამიანებს ღმერთი უყვართ და სამშობლო უყვართ. ეკლესია ყოველთვის უქადაგებს სიყვარულს - ეკლესიისთვის მხარე არ არის, რომ ის პოზიციაა, ეს ოპოზიცია. ეკლესია ყოველთვის მოუწოდებს მხარეებს შერიგებისკენ,“ - ამბობს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.

ყველა კანონი, რომელიც არ იქნება ბოლომდე განმარტებული, რა თქმა უნდა, პრობლემატურია და ამიტომაც არის კონსენსუსი. არის, რა თქმა უნდა, მტკივნეული, როდესაც არის დაპირისპირება, ეკლესია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის და ჩვენი საპატრიარქო და მოსაყდრე მეუფე შიო, რომ ეს დაპირისპირება მალე შეწყდეს და ქვეყანა გონს მოვიდეს,“ - ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

"როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება" - რუსული კანონის დამტკიცებაზე "ქართულმა ოცნებამ" საპატრიარქოს მხარდაჭერა ვერ მიიღო

მსგავსი სიახლეები