"არ გვარგებს ჩვენი მტრების ჭკუით სიარული" - რას ფიქრობს მრევლი რუსულ კანონსა და მეუფე შიოს განცხადებაზე
რას ფიქრობს მრევლი რუსულ კანონთან დაკავშირებით და როგორ გაიგეს მათ მეუფე შიოს განცხადება - სამებაში მისული მოქალაქეები ამბობენ, რომ შერიგების გზა უნდა გამოინახოს და სჯერათ, რომ საპატრიარქო მხარეებს ამაში დაეხმარება.
გარდა ამისა, თვლიან, რომ საქართველო სწორ გზაზეა დასაყენებელი და "მტრების ჭკუაზე" სიარული ქვეყანას არ არგებს.
აუცილებლად უნდა გამოინახოს გზა შერიგების, ერთიანი აზრი უნდა მივიღოთ და საქართველო დავაყენოთ სწორ გზაზე, ჩვენ არ გვარგებს ჩვენი მტრების ჭკუით სიარული,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ეკლესია შუამავალი უნდა იყოს და შერიგება მოხდება. უნდა შეწყდეს დაპირისპირება, ერთი ერი ვართ, ერთი ხალხი ვართ და ერთობით როცა ვართ, ყველაზე ძლიერები მაშინ ვართ,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
"როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება" - რუსული კანონის დამტკიცებაზე "ქართულმა ოცნებამ" საპატრიარქოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.