შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, პოზიცია არ შემიცვლია

17.05.24 17:36
შოლცი: მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, პოზიცია არ შემიცვლია

მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი არ უნდა ყოფილიყო მიღებული, პოზიცია არ შემიცვლია - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი საუბრობს.

შოლცის თქმით, მას არ შეცვლია პოზიცია მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს შეხვდა და მასთან ერთად პრესკონფერენციაზეც ღიად თქვა, რომ კანონი არის შეცდომა და არ უნდა მიეღო საქართველოს. 

ზუსტად ამ ადგილზე ვიდექი საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად და მაშინ მკაფიოდ ვთქვი, რომ ეს კანონი შეცდომად მიმაჩნია და რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული. მას შემდეგ, რაც ეს კანონი მიიღეს, ამ პოზიციაში არაფერი შეცვლილა," - ამბობს შოლცი.