საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელს აძლევს მხოლოდ "ოცნებას" და ივანიშვილს - ბადრი ჯაფარიძე
"საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელს აძლევს მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს რუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის", - ამის შესახებ სოციალური ქსელში პარტია “ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე წერს.
საზოგადოების გახლეჩვა და ერთმანეთთან დაპირისპირება, ხელს აძლევს მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს რუსული პოლიტიკის განხორციელებისთვის.
შეუძლებელია მართლმადიდებლური ეკლესიის გულწრფელი წევრი, ოჯახური ტრადიციების რეალური მიმდევარი და დამცველი
ახალისებდეს და ამართლებდეს ფიზიკურ ძალადობას !
ჩვენ გვჭირდება ერთიანობა იმისათვის, რომ ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ და ჩვენი ენის, მამულის და სარწმუნოების დაცვას მხოლოდ დიდ და ძლიერ ევროპულ ოჯახში შევძლებთ!" - წერს ბადრი ჯაფარიძე.