"ოცნების" იმედგაცრუება - პატრიარქის მოსაყდრემ ხელისუფლების რუსული გეგმები თავდაყირა დააყენა
პატრიარქის მოსაყდრემ "ოცნების" რუსული გეგმები თავდაყირა დააყენა. იმას, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ ქაშუეთის ტაძრის ეზოში მოისმინა, შოკის ეფექტი ქონდა. მოვლენების ასე განვითარებას არავინ ელოდა. პატრიარქის შემდეგ ყველაზე გავლენიანმა სასულიერო პირმა "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები ეკლესიის რიგებშიც არიან, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა კი უნდა დასრულდეს. ეს სიტყვები მეუფე შიოს გვერდით მდგარ კობახიძეს ყველაზე კარგად ესმოდა.
"ოცნებას" არც ოჯახის სიწმინდის დღეს გაუმართლა. არადა, ბოლო იმედებს ივანიშვილის გუნდი სწორედ 17 მაისზე ამყარებდა, როცა მათი გათვლით, საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც და იქ მიყვანილ საჯარო მოხელეებსაც რუსული კანონის მხარდამჭერი განცხადებები უნდა გაეკეთებინა. თუმცა, მოვლენები სულ სხვა სცენარით განვითარდა.
ოჯახის სიწმინდის დღეს ქუჩაში გამოსულმა ხალხმა ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს ძალადობა ახალგაზრდებზე და კარგად მოუსმინოს იმ ადამიანებს, ვინც რუსულ კანონს აპროტესტებს.
ვრცლა ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.