დასავლეთის დემონიზება და შეურაცხყოფა - "ოცნებამ" პარტნიორების ლანძღვა ახალ რეგისტრში აიყვანა
კახი კალაძე ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს პანღურებით ემუქრება. "ქართულ ოცნებაში" შეჯიბრია, ვინ უფრო კარგად გალანძღავს პარტნიორებს. დასავლეთის გინებით დღეს კახი კალაძემ კობახიძეს და პაპუაშვილს გადაასწრო. "ყველა განვითარებული ქვეყანა მინისტრებს პანღურებით გაყრიდა" - ამას ამბობს დედაქალაქის მერი და მმართველი პარტიის გენერალური მდივანი. დასავლეთის დემონიზება და პარტნიორების შეურაცხყოფა კალაძემ ახალ რეგისტრში აიყვანა.
ხელისუფლების ანტიდასავლურ პროპაგანდაში ახალი მესიჯ ბოქსი გაჩნდა. დღეს მთელი "ქართული ოცნების" რიტორიკა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე იყო აგებული. ამტიცებენ, რომ ევროკავშირის გაწევრიანების სანაცვლოდ ბრუსელი საქართველოსგან სუვერენიტეტის დათმობას ითხოვს. "დეზინფორმაცია და ანტიევროპული განწყობების გაღვივება საზოგადოებაში" - სწორედ ასე გაშიფრა ოპოზიციამ ხელისუფლების მორიგი მცდელობა, რომ ნებისმიერი არგუმენტით რუსული კანონის მიღება გაამართლოს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.