"ალტ ინფო" როგორც "ოცნების" მაშველი რგოლი - რადიკალები რუსული კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ

17.05.24 20:21
"ალტ ინფო" როგორც "ოცნების" მაშველი რგოლი - რადიკალები რუსული კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ

 

 

მოძალადეთა რაზმი ასპარეზზე გამოდის. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ პრორუსულმა დაჯგუფება "ალტ ინფომ" ისევ "ოცნების" მაშველი რგოლის მისია იკისრა. სასტიკი ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც, წესით, ახლა ციხეში უნდა ისხდნენ, რუსული კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას ითხოვენ. "ალტ ინფოს" ლიდერები "ოცნებას" საყვედურეობენ, რომ კანონი მთლად ისეთი რეპრესიული არაა, როგორსაც ელოდნენ.

5 ივლისის სისხლიანი მოვლენების ავტორები დღეს დიდი მსვლელობით მივიდნენ იმ ადგილზე, სადაც "ოცნება" ახალგაზრდებს ერთ თვეზე მეტია სასტიკად არბევს. ძალადობრივი ანგარიშსწორება შვილების თაობის წინააღმდეგ გაამართლეს და პრაქტიკულად თქვეს,   რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ყველა ადამიანი ღირსია იმ ფიზიკური   ანგარიშსწორების, რასაც მათ მიმართ სპეცრაზმი ახორციელებს. 
ახალგაზრდებმა ევროპული დარბევა მიიღეს - ამბობდნენ მოძალადეთა რაზმის მხარდამჭერები.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები