ვინ არის კრემლთან პირდაპირ კავშირზე? - "ოცნება" დიდ სკანდალშია

17.05.24 20:30
ვინ არის კრემლთან პირდაპირ კავშირზე? - "ოცნება" დიდ სკანდალშია

 

 

ვინ არის კრემლთან პირდაპირ კავშირზე? - "ქართული ოცნება" დიდ სკანდალშია. ხელისუფლებამ დღეს სრული დუმილის რეჟიმი აირჩია. მმართველი გუნდის ლიდერები დღეს დაცვის მეშვეობით ცდილობდნენ კითხვები აერიდებინათ, თუმცა უმძიმეს ბრალდებებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ.

ირკვევა, რომ "ქართული ოცნება" ანგარიშს მოსკოვს აბარებს. გეგმაშია რუსეთის იმ მოქალაქეების გაძევება ქვეყნიდან, ვინც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობს. ეს პირობა კრემლმა  საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. 

"ქართული ოცნების" ფარულ კავშირებს მოსკოვთან ვლადიმერ სალავიოვმა ახადა ფარდა. ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ დეპუტატებთან მუდმივ კონტაქტზეა. პირადად ესაუბრება და სწორედ მათგან მიიღო პირობა ანტიპუტინისტი რუსების ქვეყნიდან გაძევების შესახებ. ანუ მოსკოვში წინასწარ იციან ხელისუფლების გეგმების შესახებ და შესაბამისადაც მოქმედებენ. ოპოზიცია "ოცნების" რუსულ კავშირებზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები