პოლიტიკურ თაღლითობას ფარდა აეხადა - "ოცნებამ" რუსულ კანონში ფარულად რეპრესიული ნაღმები ჩადო

17.05.24 20:02
პოლიტიკურ თაღლითობას ფარდა აეხადა - "ოცნებამ" რუსულ კანონში ფარულად რეპრესიული ნაღმები ჩადო

 

 

ივანიშვილმა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მოატყუა. ხელისუფლების პოლიტიკურ თაღლითობას ფარდა აეხადა. აღმოჩენილია რუსულ კანონში ფარულად ჩადებული რეპრესიული ნაღმები. უფრო მარტივად: თუ მთელი ეს დრო  გვარწმუნებდნენ, რომ კანონი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდებოდა, სიცრუეა. ზუსტად რუსეთის დუმის სტილში ჩუმად შეიტანეს ჩანაწერი, რომელიც ისედაც რეპრესიულ კანონს კიდევ უფრო ამკაცრებს. ეს მაშინ მოხდა,  როცა მეორე მოსმენის დროს ოპოზიციას დარბაზიდან ერთი მეორეს მიყოლებით ყრიდნენ. 

ფიზიკური პირის მიერ ინფორმაციის წარუდგენლობა 5 ათასი ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. ხელისუფლებას უჩნდება ბერკეტი, ჯარიმები იმდენჯერ და იმ რაოდენობით გამოწეროს, ვიდრე "ოცნებისთვის" არასასურველი პირის ან ორგანიზაციის ანგარიშები სრულად არ დაყადაღდება. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ჩანაწერის მიხედვით სახელმწიფოს უფლება აქვს თითოეულ მოქალაქეზე არა მხოლოდ პერსონალური, საიდუმლო ინფორმაციაც გამოითხოვოს.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები