როდის დაადებს სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს ვეტოს - რას ამბობს ბესელია
როდის დაადებს სალომე ზურაბიშვილი რუსულ კანონს ვეტოს - "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, ეკა ბესელია "პოლიტიკური ამბების" ეთერში განმარტავს, რომ პრეზიდენტი 2-კვირიან ვადას არ გამოიყენებს და ივანიშვილის გუნდის ინიციატივას ვეტოს დადგენილ თარიღზე ადრე დაადებს.
ეკა ბესელია ხელისუფლებას უკან დახევისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რუსული კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყნისთვის მოტანილი ზიანი მთავრობის სრული პასუხისმგებლობა იქნება.
ვეტო მისცემს შესაძლებლობას უკან დახევის. თუ "ქართულ ოცნებას" სურს ქვეყნისთვის სასარგებლოდ უკან დახევა, ეს შანსი ექნება სწრაფად, როდესაც პრეზიდენტი ეტყვის, რატომ არ იზიარებს ამ კანონს, რატომ არ ეთანხმება ამ კანონს და რატომ არ მოაწერს ხელს. რა უნდა გააკეთოს ამას მალე მოისმენთ, ამიტომ არ შევალ მეტ დეტალში. ორ კვირაზე ადრე დაადებს ვეტოს. დროს ვერ გეტყვით, მაგრამ ვეტო იქამდე იქნება, სანამ ვენეციის კომისია დასკვნას გამოაგზავნის. ვიცი, რომ ფიქრობს ამაზე პრეზიდენტი. ძალიან სწრაფად მოისმენთ და თან ეს იქნება გამოსავალი", - ამბობს ბესელია.