"კალაძე პოლიტიკური ბეცია" - ბუაძე

17.05.24 23:10
"კალაძე პოლიტიკური ბეცია" - ბუაძე

"კალაძე პოლიტიკური ბეცია" - ამის შესახებ განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ "პოლიტიკური ამბების" ეთერში გააკეთა.

ბუაძის თქმით, თბილისის მერი რუსული პროპაგანდისტული კამპანიის მედროშეა, რომელიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევა.  

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით,  "ქართული ოცნებას" დაბალი პოლიტიკური კულტურა გააჩნია და მათი თითოეული მცდელობა ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების, უარყოფითად დასრულდება.

გამორჩეულად პოლიტიკური ბეცია კალაძე. მისი განცხადებებიც და ის, რომ ის არის ამ რუსული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი მედროშე, არ არის შემთხვევითი. გამორჩეულად აგრესიულია და გამორჩეულ პასუხსაც მიიღებს ქართველი ხალხისგან ისიც და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობს. ახლა ხალხის ბულინგი დაიწყეს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვადასხვა მიმართულებით უკმაყოფილება გამოითქმება რუსულ კანონთან დაკავშირებით. საზოგადოება ყველას შეაფასებს შესაბამისად ვინც ამ ღალატში არის ჩართული. რა ტიპის კამპანიებიც არ უნდა აწარმოონ, რა ტიპის ღირებულებებზე მიწებებაც არ უნდა ცადონ, მათ შორის, ეკლესიაზე და სულიერებაზე მიწებება, ძალიან დაბალი პოლიტიკური კულტურის გამოხატვაა", - ამბობს ბუაძე.

მსგავსი სიახლეები