თავებს უტეხავენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, თუ დახოცეთ მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი? - ხაბეიშვილი "ოცნებას"

18.05.24 00:13
თავებს უტეხავენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, თუ დახოცეთ მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი? - ხაბეიშვილი "ოცნებას"

"წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები, ვისთვის გინდათ კანონი?!" - წერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ხაბეიშვილის თქმით, "ქართული ოცნება" წლებია სიძულვის და ბოროტებას თევას საზოგადოებაში.

წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, ლეწავენ, ფსიქიკას უნადგურებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ დახოცეთ ახალგაზრდები, მოქალაქეები ვისთვის გინდათ კანონი ?! ხელისუფლება და საერთოდ, რაში გჭირდებათ რამე, თუ ყველა გაანადგურეთ ?! 

უმძიმეს დანაშაულს აწერთ ხელს, ერთმანეთს "ჩათებში" ამხნევებთ, სისულელეებს აჯერებთ და არ იაზრებთ იმ ადამიანურ, თუ სამართლებრივ ფასს, რომლის გადახდაც, აუცილებლად მოგიწევთ.

წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ. სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით.

არა რუსულ კანონს! კი ევროპას!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები