მამაჩემს დაურეკეს, ჩემი განადგურებით დაემუქრნენ, ახლა რეანიმაციაშია... ყველა პასუხის აგებთ! - ლაშა ფარულავა
ენმ-ს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, მის მამას დილის ხუთზე საათზე დაურეკეს და შვილზე ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ, რის შემდეგაც ოპოზიციონერის მამას საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა და ახლა რეანიმაციულ განყოფილებაშ იმყოფება.
კლინიკასთან გამართულ ბრიფინგზე, ლაშა ფარულავამ თქვა, რომ ყველა დამნაშავე კანონის სიმკაცრით დაისჯება.
ამ ნომრიდან ურეკავდნენ მამაჩემს და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიიზკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, თუმცა მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაში მყავს. ეს არის სწორედ რუსული სტილის საბჭოთა ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები ან სად დაიბადნენ, ან სად გაიზარდნენ, ან რა დამოკიდებულებაა, ასაკოვან ადამიანს დილის 5 საათზე დაურეკო და ერტადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრება. აუცილებლად ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, შემიძლია ფიცი დავდო, რომ ყველა ამ ადამიანს დავსჯით კანონის წინაშე", - ამბობს ლაშა ფარულავა.