„გუშინ სახლთან, სადაც ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, დამხვდა 5 პირბადიანი პირი და დამემუქრა... თქვენი არავის ეშინია" - ფავლენიშვილი
„გუშინ, დღის 12:00 სთ-ზე საკუთარ სახლთან, სადაც ვიმყოფებოდი ჩემს ერთი წლის შვილთან ერთად, დამხვდა ხუთი პირბადიანი პირი, რომლებიც სიტყვიერად დამემუქრნენ და მითხრეს, რომ მომავალში იმოქმედებდნენ შესაბამისად, მაგრამ არავის არ ეშინია, ჩვენს უკან დგას საქართველო, აუცილებლად გავიმარჯვებთ" - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილი ამბობს, რომ ყველა ზონდერი და მათი ხელმძღვანელები აუცილებლად მიეცემა პასუხისგებაში და აუცილებლ;ად დაისჯება უკანონი დავალებების შესრულების გამო.
„გუშინ, დღის 12:00 საათზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან, სადარბაზოსთან დამხვდა ხუთი პირბადიანი და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ადამიანი. ვიყავი ერთი წლის ბავშვთან და მეუღლესთან ერთად, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მოვიდნენ, მთხოვეს გარეთ გაყვანა და როცა მეზობლებიც გამოჩნდნენ, სიტყვიერად დამემუქრნენ, რომ იცოდნენ ჩემი სახლიც, კარიც და შესაბამისად იმოქმედებენ მომავალში და არ დამინდობენ, მაგრამ არავის არ ეშინია, ჩვენს უკან არის საქართველო, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თითოეულ ამ ზონდერებს, როგორც მათ ხელმძღვანელებს, მოუწევთ პასუხისგება იმისთვის, რომ ასრულებდნენ ამ უკანონო დავალებას. რუსული კანონი მარტო კანონში კი არ წერია, ის რაც ხდება ლაშას თავს, ის რაც ხდება ლუკას თავს, ის რაც ხდება ჩემს თავს და ყველა ჩვენგანის თავს, ეს არის რუსული კანონი, ამიტომაც ყველანი, ვინც რუსული კანონის გატარებაში იღებთ მონაწილეობას, ხართ დამნაშავეები თქვენი ხალხის და თქვენი ერის წინაშე.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.