ელოდება თუ არა სანქციებს ღარიბაშვილი - რას ამბობს "ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი ღარიბაშვილი ისევ იმეორებს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დიალოგი აუცილებელია და რომ ეს უნდა გაგრძელდეს.
ელოდება თუ არა ჯიმ ო ბრაიანის განცხადების შემდეგ სანქციებს - "ოცნების" თავმჯდომარე ამ კითხვას არ პასუხობს, მხოლოდ იმას, ამბობს, რომ "მუქარა თუ შანტაჟი" დიალოგისთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება.
სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას, უკვე ეს მიდგომა არის არასწორი. ერთი მხრივ, ჩვენ ვადასტურებთ და ვამბობთ, რომ გვინდა დისკუსია, განხილვა და მეორე მხრივ, ასეთი მუქარა, შანტაჟი თუ განცხადებები არ არის პროდუქტიული და შედეგის მომტანი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.