წითელი ხაზი გადაკვეთეს - ღარიბაშვილი უცხოელი მინისტრების აქციაზე მისვლაზე
შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, წითელი ხაზი გადაკვეთეს - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილი 4 ევროპული საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე და საქართველოს ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის გამოცხადებას.
"ოცნების" თავმჯდომარე დიპლომატების აქციაზე გამოსვლამ წყობიდან გამოიყვანა.
როგორ ბედავენ ამას - ამბობს ღარიბაშვილი სტრატეგიულ პარტნიორებზე.
4 საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენი გუნდიდან ყველა შეხვდა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციის მიტინგზე გამოვიდნენ სიტყვით. რა ქვია ამას თუ არა შეურაცხმყოფელი ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში.
თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელ საქართველოს. მიუღებელია, რომ ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მით უმეტეს, დიპლომატი. ეს დაუწერელი კანონია, მეგობრებო. ეს არის წითელი ხაზი. და როცა გამოდიან და რაღაც ჭკუას გვასწავლიან ოპოზიციის ტრიბუნიდან, ეს არის მიუღებელი. რა გვერდში დგომა, რას მელაპარაკებით, რისი გვერდში დგომა, ეს არის უხეში ჩარევა, ეს არის დარღვევა ყველაფრის საერთოდ. და ამ დროს გველაპარაკებიან მეგობრობაზე.
მოეწონებოდათ მაგ ადამიანებს, რომ ჩვენი დეპუტატები მათი ოპოზიციის მიტინგზე რომ გამოვიდნე? რატომ აძლევენ თავს ამდენის უფლებას. თქვენ ვინ ხართ საერთოდ? როგორ ბედავენ ამას", - განაცხადა ღარიბაშვილმა