ჩუმად ჩამატებული რეპრესიული ცვლილებები "ოცნების" რუსულ კანონში - რას ამბობს ღარიბაშვილი

18.05.24 15:03
ჩუმად ჩამატებული რეპრესიული ცვლილებები "ოცნების" რუსულ კანონში - რას ამბობს ღარიბაშვილი

ჩუმად ჩამატებული რეპრესიული ცვლილებები "ოცნების" რუსულ კანონში - ირაკლი ღარიბაშვილი რუსული კანონის სიღრმეებში ვეღარ შედის. გადაყენებულმა პრემიერმა დღეს ჟურნალისტებისგან გაიგო, რამდენად რა ნაღმები ჩადო მისმა გუნდმა კანონში ჩუმად. 

ღარიბაშვილი რომელიც წინა კვირას საკუთარ გუნდსაც კი გაემიჯნაა, დღეს  ისევ ამბობს რომ რუსული კანონის გარშემო საჭიროა დიალოგი და დისკუსია.

დაველოდოთ ვენეციის კომიის შენიშვნებს - ამბობს ექს-პრემიერი.

მე არ ვიცი, ამიტომ ვამბობ, რომ მთელი ეს კითხვები უნდა დაისვას პარლამენტში. თუ ეს კითხვები პარლამენტში არ დასმულა და ახლა გარეთ გამოიტანეს, კი ბატონო. მე ვფიქრობ, უნდათ ჰკითხოთ კანონმდებლებს, ისინი განმარტავენ, მე ინფორმაცია არ მაქვს.

დაველოდოთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ვფიქრობ, ორივე მხარისგან უკვე გაკეთდა საკმარისზე მეტი განმარტებები", - ამბიობს ღარიბაშვილი.

„ხელისუფლებამ კანონში ჩუმად უკვე ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება და სანქციები ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება”, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი საბა ბრაჭველი იტყობინება.

ბრაჭველის განმარტებით, მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით დააჯარიმოს მოთხოვნილი ინფორმაციის (კიდევ ერთხელ – მათ შორის, საიდუმლო ინფორმაციისაც) წარუდგენლობისთვის.

მესამე მოსმენით მიღებულ ვარიანტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ „იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირისთვის მის მიერ ამ კანონის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით“. აღნიშნული ჩანაწერი არც ინიციირებულ და არც მეორე მოსმენისას წარდგენილ ვარიანტში არ ყოფილა.

სწორედ ამ ნორმის განმარტებისას ამბობს იურისტი, რომ ყველა პირი (ფიზიკურიც) 5000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობისთვის.

გარდა ამისა, საბა ბრაჭველი აღნიშნავს იმასაც, რომ მესამე მოსმენით მიღებული პროექტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოითხოვოს არა მხოლოდ ყველა სახის პერსონალური მონაცემი, არამედ საიდუმლოების შემცველი ინფორმაციაც.

რუსული კანონის მიღებული ვერსიის თანახმად, მოქალაქეებისგან სქესობრივ ცხოვრებაზე, პოლიტიკურ შეხედულებებზე, რელიგიურ მრწამსსა და ჯანმრთელობაზეც მოითხოვენ ინფორმაციას.

მე-8 მუხლის, მესამე პუნქტში ვკითხულობთ, რომ:

  • „მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა). ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია”, – წერია მესამე მოსმენით მიღებულ რედაქციაში.

პარლამენტის ვებგვერდზე II მოსმენის გრაფაში ატვირთულ პროექტში კი წერია მხოლოდ ის, რომ:

  • „მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საქართველოს იუსტიციის
  • სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის შესაბამისად
  • მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი”.

მსგავსი სიახლეები